пятница, 5 марта 2010 г.

ჩემი თბილი სახლი

პროექტის სახელი: ჩემი თბილი სახლი.
პროექტის მიზანი:
  • კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარის განვითარება.
  • ინფორმაციის შეგროვება_დამუშავების,დასკვნის გამოტანის ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტის მნიშვნელობა: ენერგიის მარაგის შემცირებასთან დაკავშირებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტა, ენერგიის დაზოგვის ხერხების მონახვა.

პროექტის შედეგი:

  • მოსწავლე ახასიათებს ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას.
  • მოსწავლე ახასიათებს სითბოცვლის პროცესებს.

პროექტის მიმდინარეობა: მოსწავლეების წინაშე დგება პრობლემა: რამდენად თბილია ჩემი სახლი და როგორ შეიძლება შევამციროთ ენერგიის მარაგის ხარჯვა?

მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ირჩევს სახლს და იკვლევს რამდენად სითბოეფექტურია იგი. რომელი სამშენებლო მასალაა გამოყენებული, არის თუ არა გათვალისწინებული იატაკის, სახურავის, ფანჯრების და კედლების თბოიზოლაცია, აქვს თუ არა სითბომცვლელი და სავენტილაციო სისტემა.

მეორე ჯგუფის წევრები ინტერნეტის მეშვეობით აგროვებენ ინფორმაციას თბოიზოლატორების შესახებ, ახარისხებენ და აკეთებენ ენერგოეფექტური სახლის სქემას.

ამის შემდეგ ჯგუფები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს პრეზენტაციების სახით და განსაზღვრავენ მათ მიერ შესწავლილი სახლის რა ნაწილში იკარგება სითბოს დიდი რაოდენობა, ასევე რა შეიძლება შეიცვალოს ენერგიის დაზოგვის მიზნით.

სლაიდშოუს მეშვეობით მოსწავლეები სხვადასხვა ჯგუფებს გააცნობენ თუ რა გზებითაა შესაძლებელი სითბური ენერგიის მარაგის დაზოგვა.

პროექტის შეფასება: შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.
  • ინფორმაციის მოძიების უნარი.
  • შემოქმედებითი უნარი.
  • კვლევის შედეგების ანალიზის უნარი.
  • მოსწავლეების მიერ შექმნილი თვალსაჩინოებები.

სარგებელი სხვებისთვის: მიიღებენ ინფორმაციას და შექმნილ მასალებს გამოიყენებენ შესაბამისად.

საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, კალმები.

ისტ_ი:კომპიუტერი, პროექტორი, საოფისე პროგრამა pover point.

მონაწილეთა ასაკი: 14_15 წელი.

პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე.

სამუშაო ენა: ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა გელაშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelalelagelashvili@gmail.com

1 комментарий: