суббота, 28 февраля 2015 г.

დღე 7
დღეს განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკები,მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით შევქმენით დოკუმენტები.დავასრულეთ სასწავლო პროექტის შაბლონზე მუშაობა და ვაქციეთ სასწავლო პროექტის გეგმად.

среда, 25 февраля 2015 г.

დღე 6
ტრენინგის მეექვსე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.მოსწავლის ნაშრომს დავამატეთ სლაიდები და დასრულებული სახით შევინახეთ.გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკები.საკუთარ ბლოგებზე ავტვირთეთ ვიდეოები.ბლოგებზე გავაკეთეთ ჩანართები.პროექტის გეგმა გადავაგზავნეთ ფოსტაში.მოკლედ ჩვენც დავიღალეთ და ნათიაც გადავღალეთ.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

суббота, 21 февраля 2015 г.

დგე 5

დღეს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმის შეფასებები.ასევე შევქმენით ციტირებული დოკუმენტი როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.თემის მიხედვით გავაკეთეთ სლაიდშოუ.მადლობა ქალბატონ ნათიას,ყოველთვის  სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა. 

вторник, 17 февраля 2015 г.

დღე 4
მეოთხე ტრენინგზე გავიხსენეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები,შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება.მასში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და შევასეთ შეფასების დროის ჩარჩო.ამის შემდეგ კი  გავაკეთეთ სლაიდები.ერთი სიტყვით დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

суббота, 14 февраля 2015 г.

დღე 3
დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები.გეგმის შაბლონში გავაკეთეთ ბმულები.სტანდარტის მიხედვით პროექტს მივუსადაგეთ სასწავლო მიზნები და ინდიკატორები,ასევე განვსაზღვრეთ რა უნარ-ჩვევები უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დროს.განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის ბოლო ნაწილი, როდესაც ვისწავლეთ ონლაინ კოლაბორაციული თანამშრომლობა.დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას,ყოველთვის საინტერესო და მრავლის მომცემია მასთან თანამშრომლობა.

воскресенье, 8 февраля 2015 г.

დღე 2

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ტრენინგებია.დღეს განვიხილეთ პუბლიკაციები,ვისაუბრეთ ბროშურებზე,კედლის გაზეთებზე და ვისწავლეთ მათი დამზადების ტექნოლოგიები.ასევე დავამზადეთ ბროშურა.ვისწავლეთ კომენტარების წერა.ტრენინგი საკმაოდ ინფორმაციულია.
 დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას.

суббота, 7 февраля 2015 г.

დღე პირველი

დღეს გავეცანით ინტელის პროგრამას, განვიხილეთ სახელმძღვანელო, შევქმენით საქაღალდეები, რომლებიც გვჭირდება პროექტზე მუშაობის დროს.გავალამაზეთ ბლოგები.
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო,თუმცა საკმაოდ შრომატევადია.ძალაინ მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა ამ ტრენინგის მოსმენისა.